
Tork — ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორი
Horeca.ge არის Tork-ის ოფიციალური და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში — ქვეყანაში ერთადერთი კომპანია, რომელსაც უფლება აქვს, მიაწოდოს Tork-ის სრული ასორტიმენტი პირდაპირ Essity-სგან.
Tork არის Essity-ის გლობალური ბრენდი — შვედური მულტინაციონალური კომპანიის, რომლის სათავო ოფისიც სტოკჰოლმში მდებარეობს. 50 წელზე მეტია, Tork აწვდის პრემიუმ ჰიგიენურს გადაწყვეტებს სასტუმროს, სარესტორნო, ჯანდაცვის, საოფისე და საწარმოო სექტორებს.
Tork წარმოდგენილია 90-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო ბრენდის სამუშაო სპეფიციკა ემყარება სამ ძირეულ პრინციპს: ჰიგიენის ექსპერტიზა, ფუნქციონალური დიზაინი და მდგრადი განვითარება.
გლობალური დაფარვა
90+ ქვეყანა, წარმოება 20 ქვეყანაში, 43 ქარხანა
დამფუძნებელი კომპანია:
Essity AB (სტოკჰოლმი, შვედეთი)
ბრენდის სტატუსი
Billion-Dollar Brand — წლიური გაყიდვები $1 მლრდ-ზე მეტი
გამოცდილება:
50+ წელი პროფესიონალური ჰიგიენის სფეროში
ჩვენი პარტნირიობა
Tork-ის ერთადერთი ექსკლუზიური ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში 2009 წლიდან
მდგრადობა
მსოფლიოსში აღიარებული კომპანია მდგრადობის მიმართულებით

რატომ ირჩევენ ბიზნესები Tork-ს?
Tork-ის ფილოსოფია მარტივია: სწორი პროდუქტი + სწორი ადგილი + სწორი დრო = ნაკლები ნარჩენი, ნაკლები ხარჯი, მეტი ჰიგიენა. Horeca.ge-ს კლიენტები ამ სისტემას ყოველდღიურად იყენებენ 2009 წლიდან.
- სისტემური მიდგომა — დისპენსერი + შევსება ოპტიმიზებულია ერთად
- ხარჯების შემცირება — SmartOne® სისტემა 40%-მდე ამცირებს ქაღალდის ხარჯვას
- მდგრადი განვითარება — FSC სერთიფიკატი, TorkPaperCircle® გადამუშავების პროგრამა
- ჯანმრთელობა — კვლევებით დამტკიცებული ანტიბაქტერიული ეფექტი
- ყველა სეგმენტი — HoReCa, ჯანდაცვა, ოფისი, წარმოება, განათლება
ჩვენი პარტნიორობა
Horeca.ge-მ Tork-ის ოფიციალური პარტნიორის სტატუსი, 2009 წელს, დაარსებიდან მალევე მოიპოვა. ეს სტატუსი გულისხმობს:
- პირდაპირი მიწოდება Essity-სგან — ორიგინალი, სერთიფიცირებული პროდუქტები
- ექსკლუზიური სტატუსი — სხვა კომპანიას ქართულ ბაზარზე Tork-ის ოფიციალური დისტრიბუცია არ აქვს
- ტექნიკური მხარდაჭერა — დისპენსერების დამონტაჟება, შეცვლა, კონსულტაცია
- მარაგის გარანტია — მუდმივი სტოკი საქართველოს ორ ოფისში (თბილისი, ბათუმი)

დაიწყე ახლავე!
გაინტერესებთ Tork-ის სისტემა თქვენი ბიზნესისთვის? Horeca.ge-ს გუნდი გთავაზობთ უფასო კონსულტაციას, ობიექტის შეფასებას და ინდივიდუალურ შეთავაზებას.