მომხმარებლების საყურადღებოდ:
- შეკვეთის მინიმალური ჯამური თანხა უნდა შეადგენდეს 50 ლარს (ჰორეკა იტოვებს უფლებამოსილებას, ცალხრივად, მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე დააწესოს/შეცვალოს შეკვეთის ღირებულების მინიმალური/მაქსიმალური ლიმიტი, რომელიც არ საჭიროებს მომხმარებლის თანხმობას ან/და დამატებითი დოკუმენტაციის გაფორმებას)
- • შეკვეთის განხორციელებისათვის საჭიროა საიტზე რეგისტრაცია, რამოდენიმე ველის შევსებით თქვენ გახდებით ჩვენი ავტორიზებული მომხმარებელი;
- რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ისარგებლოთ საქონლის ონლაინ შეძენის და ადგილზე უფასო მიტანის სერვისით;
- შეკვეთის დადასტურება მოგივათ ელ. ფოსტაზე, რაც ნიშნავს, რომ კომპანია მზად არის მოგაწოდოთ თქვენს მიერ შერჩეული პროდუქცია;
- შესაძლებლობა გექნებათ ჩვენს ვებ გვერდზე, თვალი ადევნოთ თქვენი შეკვეთის სტატუსს: მომზადების პროცესშია, გზაშია, მიწოდებულია;
- ჩვენს მომხმარებელს შუძლია მუდმივად აკონტროლოს თავისი ბალანსი, ჩვენს ვებ გვერდზე, სასურველი პერიოდის ჭრილში;
- ჩვენს ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია ნახოს თავისი შეკვეთების ისტორია, ასევე თავისთვის სასურველი პერიოდის ჭირლში;
- თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ყოველი მომდევნო შეკვეთა გაიმეოროთ, ღილაკზე დაჭერით: „შეკვეთის განმეორება“ და აღარ დაგჭირდებათ თქვენთვის საჭირო ნივთების ხელახლა მოძიება და შეკვეთა.
გადახდის ფორმა:
- ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ფორმით;
- სწრაფი ანგარიშსწორება შესაძლებელია საბანკო ბარათით
- ანგარიშსწორება შესაძლებელია საბანკო გადარიცხვით
მიწოდების პირობები:
- შეკვეთის მიწოდება ხორციელდება მხოლოდ თბილისის და ბათუმის ტერიტორიაზე.
- შეკვეთის მიწოდება მოხდება ანგარიშსწორებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში
- მინიმალური შეკვეთის ოდენობის საფასური შეადგენს – 50 ლარს
- მომხმარებლის მხრიდან შეკვეთის ან მისი ნაწილის გაუქმების შემთხვევაში, გაუქმებული შეკვეთის ან მისი ნაწილის/პროდუქტის ღირებულება უკან დაუბრუნდება მომხმარებელს
დაბრუნების პირობები:
საქონლის უპირობოდ დაბრუნების პირობები
მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს საქონელი, მისი მფლობელობაში მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.
ამ ვადის გასვლასთან ერთად, მომხმარებელი კარგავს ნივთის უპირობოდ უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.
ჰორეკა თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელი ნივთის უკან წაღებას თბილისის ტერიტორიაზე 2 სამუშაო დღეში, დიდი და პატარა რეგიონების შემთხვევაში ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან 5 სამუშაო დღეში, ხოლო მაღალმთიანი რეგიონის შემთხვევაში 7-10 სამუშაო დღის განმავლობაში.
უპირობოდ დაბრუნებას არ ექვემდებარება საქონელი, თუ:
- პროდუქტი ჰერმეტულად დაცული საქონელია, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და ამდენად პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო.
- მიწოდებული პროდუქტი მიწოდების დროს მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა პროდუქტს.
- პროდუქტი არის დალუქული და მიწოდების შემდეგ მისი ლუქი დაირღვა
- პროდუქტს არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და/ან დოკუმენტი.
- მომხმარებლის მიერ დაზიანებულია შეფუთვა (ყუთი, პარკი, ლუქი), რომლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა შეუძლებელია (არ იგულისხმება შეფუთვის გახსნა).
- თუ პროდუქტი გახსნილია და დარღვეულია მისი მთლიანობა
- თუ დაზიანებულია ორიგინალური შეფუთვა
- თუ პროდუქტს ეტყობა გამოყენების კვალი
მნიშვნელოვანია!
- პროდუქციის დაბრუნების დროს აუცილებლად უნდა წარმოადგინოთ შესყიდვის ქვითარი, ან სხვა რაიმე დოკუმენტი რომელიც ადასტურებს გადახდას; ასევე მყიდველის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
- დაბრუნების შესახებ მოთხოვნა შეგიძლიათ განაცხადოთ წერილობითი სახით ჰორეკა-ს გუნდის ელექტრონულ მეილზე [email protected] შეტყობინების გაგზავნის გზით.
- თუ გსურთ პროდუქტის დაბრუნება, საჭიროა პროდუქტს ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საგარანტიო ფურცელი, ტექნიკური პასპორტი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის დაუზიანებელი ყუთი (არ იგულისხმება ყუთის გახსნა), აქსესუარები და სხვა.
- თუ პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია წინამდებარე დოკუმენტში მითითებული საგამონაკლისო რომელიმე საფუძვლის გამო, აღნიშნულთან დაკავშირებით გეცნობებათ ჰორეკა-ს მიერ შეტყობინების მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში და ნივთი დაგიბრუნდებათ უკან.
- თუ პროდუქტი ექვემდებარება უპირობოდ დაბრუნებას, კომპანიის მხრიდან წერილობითი დასტურის მიღებიდან 5 სამუშაო დღეში.
- თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა ანგარიშსწორებისას.