Tork — ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორი

Horeca.ge არის Tork-ის ოფიციალური და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში — ქვეყანაში ერთადერთი კომპანია, რომელსაც უფლება აქვს, მიაწოდოს Tork-ის სრული ასორტიმენტი პირდაპირ Essity-სგან.

Tork-ის შესახებ

Tork არის Essity-ის გლობალური ბრენდი — შვედური მულტინაციონალური კომპანიის, რომლის სათავო ოფისიც სტოკჰოლმში მდებარეობს. 50 წელზე მეტია, Tork აწვდის პრემიუმ ჰიგიენურს გადაწყვეტებს სასტუმროს, სარესტორნო, ჯანდაცვის, საოფისე და საწარმოო სექტორებს.

Tork წარმოდგენილია 90-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო ბრენდის სამუშაო სპეფიციკა ემყარება სამ ძირეულ პრინციპს: ჰიგიენის ექსპერტიზა, ფუნქციონალური დიზაინი და მდგრადი განვითარება.

გლობალური დაფარვა

90+ ქვეყანა, წარმოება 20 ქვეყანაში, 43 ქარხანა

დამფუძნებელი კომპანია:

Essity AB (სტოკჰოლმი, შვედეთი)

ბრენდის სტატუსი

Billion-Dollar Brand — წლიური გაყიდვები $1 მლრდ-ზე მეტი

გამოცდილება:

50+ წელი პროფესიონალური ჰიგიენის სფეროში

ჩვენი პარტნირიობა

Tork-ის ერთადერთი ექსკლუზიური ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში 2009 წლიდან

მდგრადობა

მსოფლიოსში აღიარებული კომპანია მდგრადობის მიმართულებით

რატომ ირჩევენ ბიზნესები Tork-ს?

Tork-ის ფილოსოფია მარტივია: სწორი პროდუქტი + სწორი ადგილი + სწორი დრო = ნაკლები ნარჩენი, ნაკლები ხარჯი, მეტი ჰიგიენა. Horeca.ge-ს კლიენტები ამ სისტემას ყოველდღიურად იყენებენ 2009 წლიდან.

  • სისტემური მიდგომა — დისპენსერი + შევსება ოპტიმიზებულია ერთად
  • ხარჯების შემცირება — SmartOne® სისტემა 40%-მდე ამცირებს ქაღალდის ხარჯვას
  • მდგრადი განვითარება — FSC სერთიფიკატი, TorkPaperCircle® გადამუშავების პროგრამა
  • ჯანმრთელობა — კვლევებით დამტკიცებული ანტიბაქტერიული ეფექტი
  • ყველა სეგმენტი — HoReCa, ჯანდაცვა, ოფისი, წარმოება, განათლება

 

ჩვენი პარტნიორობა

Horeca.ge-მ Tork-ის ოფიციალური პარტნიორის სტატუსი, 2009  წელს, დაარსებიდან მალევე მოიპოვა. ეს სტატუსი გულისხმობს:

  • პირდაპირი მიწოდება Essity-სგან — ორიგინალი, სერთიფიცირებული პროდუქტები
  • ექსკლუზიური სტატუსი — სხვა კომპანიას ქართულ ბაზარზე Tork-ის ოფიციალური დისტრიბუცია არ აქვს
  • ტექნიკური მხარდაჭერა — დისპენსერების დამონტაჟება, შეცვლა, კონსულტაცია
  • მარაგის გარანტია — მუდმივი სტოკი საქართველოს ორ ოფისში (თბილისი, ბათუმი)

დაიწყე ახლავე!

გაინტერესებთ Tork-ის სისტემა თქვენი ბიზნესისთვის? Horeca.ge-ს გუნდი გთავაზობთ უფასო კონსულტაციას, ობიექტის შეფასებას და ინდივიდუალურ შეთავაზებას.