სიამაყით გვინდა წარმოგიდგინოთ #ISSA 2022 Industry Choice ჯილდოს მფლობელი Tork-ის საპონი ქაფი.
ჰიგიენა დღევანდელ დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ასევე მთავარი აქცეტი კეთდება მდგრადობაზე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება უკეთესი მომავლისთვის.
პროფესიონალური ჰიგიენის მომხმარებლების 90% ამბობს, რომ მდგრადობის მნიშვნელობა ბიზნესისთვის მომავალში გაიზრდება, ხოლო 46% ითვალისწინებს პროდუქტის გავლენას გარემოზე ჰიგიენური საშუალებების შეძენისას.
Tork გვთავაზობს ისეთ ჰიგიენურ სისტემებს, რომლებსაც შეუძლიათ გააუმჯობესონ ჰიგიენის მდგრადი მაჩვენებლები.
Tork Clarity ხელის საპონი ქაფი ეკოლოგიურად სუფთა საპირფარეშოების კომპლექსის შემადგენელი ნაწილია. იგი შექმნილია ეკოლოგიური მოთხოვნილებების გათვალისწიებით, ხელს უწყობს ჯანსაღი და ჰიგიენური გარემოს შექმნას. ინგრედიენტების 99% ბუნებრივი წარმოშობისაა და ნაკლებ გავლენას ახდენს წყლის ცხოველებზე. ფორმულა ადვილად ბიოდეგრადირებადია. საჭიროებს 35%-ით ნაკლები წყლის მოხმარებას. საპონი ადვილად ჩამოიბანება გამოყენებული ნატურალური ინგრედიენტების კომბინაციის გამო. Tork Clarity ხელს უწყობს ჰიგიენის დაცვას და ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.შესაფერისია ხშირი გამოყენებისთვის და ნაზი კანისთვის, ზემოქმედებს წყლის ხარისხზე და ამცირებს ნარჩენებს.
Tork არის კომპანია Essity-ს ნაწილი, რომელიც მდგრადი განვითარების ლიდერია მსოფლიოში. მისი მისიაა გახადოს ცხორება სახლისგან მოშორებით უფრო მდგრადი, ფიქრობს რა იმ პროდუქტებზე და გადაწყვეტილებებზე, როლებიც მომხმარებლებს დაეხმარება მდგრადი გავითარებისთვის თავიანთი მიზნების მიღწევაში.