ვინ ვართ, რას ვაკეთებთ

კომპანია ჰორეკა დაარსდა 2008 წელს თბილისში, სადაც ჩვენი სათაო ოფისი მდებარეობს. ჩვენი საქმიანობის სფერო არის კორპორატიული ჰიგიენა და უზრუნველვყოფთ საქართველოში არსებულ ბიზნესებს პროფესიონალური ჰიგიენური საშუალებებითა და სერვისებით.

კორპორატიული მაჩვენებლები

1
Employees
1
Partner Brands
1
Something

წარმოვადგენთ რა მსოფლიოს კორპორატიული ჰიგიენის ბაზრის ტოპ ბრენდებს, ჩვენ ვემსახურებით საწარმოებს, სამედიცინო დაწესებულებებს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, სასტუმროებს, დასუფთავების კომპანიებს, ოფისებს, გასართობ და კულტურულ ცენტრებს, სახელმწიფო ობიექტებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს. ვამაყობთ, რომ ჩვენი ყველა პარტნიორის თვალში უკვე მყარად დავიმკვიდრეთ თავი, როგორც საიმედო და სტაბილურმა მიმწოდებელმა.

მუდმივად განვითარებადი გუნდი

ჩვენი კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, ახალგაზრდა, ენერგიული თანამშრომლებით, რომლებიც სისტემატურად გადიან გადამზადების კურსებს. სპეციალურ ტრენინგებზე მათ მიეწოდებათ ინფორმაცია ყველა იმ სიახლის შესახებ, რომელიც ინერგება ჩვენს ინდუსტრიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სასარგებლო თქვენი ბიზნესისთვის

ჩვენი პარტნიორები ჰორეკას გუნდისგან იღებენ პროფესიონალურ სერვისს და ყველა იმ სასარგებლო ინფორმაციას, რომელიც საშუალებას იძლევა, მოხდეს სამეურნეო ხარჯების ოპტიმიზაცია და სწორი დაგეგმვა.