Werner & Mertz აწარმოებს პროფესიული დასუფთავების პროდუქტებს: tana PROFESSIONAL და green care PROFESSIONAL. კომპანია არ შეეწინააღმდეგა მწარმოებლის წინაშე შექმნილ ცვლილებებსა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მზარდ მოთხოვნებს, გახდა რა მდგრადი განვითარების ლიდერი და Ellen MacArthur Foundation-ის გლობალური ინიციატივის წევრი პლასტმასის ნარჩენების სრული გადამუშავების საკითხში.
green care PROFESSIONAL-ის დაახლოებით 60 მდე პროდუქტი ფლობს Ecolabel-ის ეკოლოგიურ სერთიფიკატს, ხოლო 40-მდე პროდუქტი – Cradle to Cradle-ის ეკოსერთიფიკატს. მცენარეულ კომპონენტებზე დაფუძნებული ბიოდეგრადირებადი პროდუქტები უსაფრთხოა როგორც ადამიანებისთვის, ასევე ბუნებისთვის. გარდა ამისა Werner&Mertz მსოფლიოში პირველი კომპანიაა, რომელმაც თავისი პროდუქტის შესაფუთად გადამუშავებული მეორადი პლასტმასის ბოთლები. ამისათვის კომპანია 2016 წელს დააჯილდოვა „German Packeging Award”-მა, ხოლო 2018 წელს – „Worldstar Award”-მა.
ციკლი სრულად დახურულია, გამოყებებული დასუფთავების პროდუქტები სრულად იშლება მინერალურ მარილებად და ნახშირორჟანგად, არ აყენებს ზიანს წყალსაცავის ბინადრებს და წარმოადგენს მცენარეებისთვის საკვებს. ხოლო რაც შეეხება ბოთლებს, მათ გარდაქმნიან მეორად ნედლეულად, საიდანაც ამზადებენ ახალ შესაფუთ მასალას. წყლის გაფილტვრის შედეგად მიღებულ ფილტრატს კი იყენებენ აგურის ქარხანაში დანამატად.